ვლადიმერ პუტინი და ემანუელ მაკრონი დღეს ტელეფონით ისაუბრებენ

რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტები, ვლადიმერ პუტინი და ემანუელ მაკრონი დღეს ტელეფონით ისაუბრებენ, - ინფორმაციას The Guardian-ი საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ორ ლიდერს 29 მარტის შემდეგ არ უსაუბრია, თუმცა მანამდე ისინი რეგულარულ კონტაქტში იმყოფებოდნენ.

The Guardian-ი ასევე წერს, რომ ემანუელ მაკრონის მცდელობებმა, შეენარჩუნებინა ღია კომუნიკაცია რუსეთის ლიდერთან, ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ, კრიტიკა გამოიწვია.

“ჩემი მოვალეობაა მასთან საუბარი, ჩვენ ეს გვჭირდება. მე ამას არ შევწყვეტ", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა გასულ თვეს, ერთ-ერთ ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს