საგამოძიებო სამსახურსა და კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - სოსო რამიშვილმა და საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ - ირაკლი ლექვინაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, აქტიურად ითანამშრომლონ თავისუფალი და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ხელშეწყობის, კონკურენციის დარღვევის თავიდან აცილებისა და აღკვეთის, კონკურენციის აღსრულების პოლიტიკის გაძლიერების მიზნით, ეკონომიკური აგენტებისგან ინფორმაციის მიღებისა და სრულყოფილი საგამოძიებო პროცესის წარმართვის, უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლის, ექსპერტულ/მეთოდოლოგიური დახმარებისა და საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავების საკითხებზე.

„კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან მემორანდუმის გაფორმება კიდევ უფრო გააქტიურებს ჩვენი უწყებების თანამშრომლობას თავისუფალი კონკურენტული გარემოს განვითარებაში.

ჯანსაღი ბიზნესგარემოს დაცვა საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სამსახური მზად არის არა მხოლოდ აქტიურად გაცვალოს ინფორმაცია კონკურენციის სააგენტოსთან, არამედ იმუშაოს ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავების საკითხზეც“,- განაცხადა საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა.

„ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმია, თანამშრომლობა გულისხმობს ერთობლივი აქტივობების ღონისძიებების დაგეგმვას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში ინფორმაციის მიღების, დამუშავების, სრულყოფილი საგამოძიებო პროცესის წარმოების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების და საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით. ასე რომ ამ მემორანდუმის ფარგლებში, ჩვენ ძალიან ბევრ ერთობლივ ღონისძიებას განვახორციელებთ“,- განაცხადა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ირაკლი ლექვინაძემ.

საგამოძიებო სამსახური და კონკურენციის ეროვნული სააგენტო დაგეგმავენ და ორგანიზებას გაუწევენ თემატურ შეხვედრებსა და კონფერენციებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო