SME Banking Club-მა „თიბისის“ ბიზნეს მობაილბანკი საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა

SME Banking Club-მა „თიბისის“ ბიზნეს მობაილბანკი საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა. ჯილდო თიბისის ბიზნეს მობაილბანკში უახლესი ტენდენციების დანერგვის და ბიზნესმომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნისთვის გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, SME Banking Club 2022-ის გამარჯვებული ბანკები აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ბიზნეს მობაილბანკების ეფექტურობის შესახებ ჩატარებულ საერთაშორისო კვლევებზე დაფუძნებით გამოავლინეს.

შეფასების კრიტერიუმებს წარმოადგენდა: ბიზნეს მობაილბანკების რეიტინგები AppStore-სა და Google play-ზე, 100-ზე მეტი პარამეტრისა და ფუნქციონალის შედარება და სხვა. კვლევის ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნებში სულ 50-ზე მეტი ბიზნეს მობაილბანკის ანალიზი ჩატარდა.

„მოხარული ვართ, რომ თიბისის ბიზნეს მობაილბანკმა SME Banking Club-ის ჯილდო მიიღო. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს თიბისის მისიას, გაუმარტივოს მომხმარებლებს ცხოვრება და მათ საუკეთესო სერვისები და პროდუქტები შესთავაზოს. მობაილბანკის განვითარებისა და გაუმჯობესების მიმართულებით ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს და მომხმარებელს კიდევ არაერთ ინოვაციურ სიახლეს შევთავაზებთ“, - აღნიშნა „თიბისის“ ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგის ლიდერმა ნათია ვაჭარაძემ.

SME Banking Club საბანკო სფეროში მომუშავე ბიზნესბანკირების ასოციაციაა და მის მიზანს სტარტაპერების, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლების ისეთი ინფორმაციით უზრუნველყოფა წარმოადგენს, რომელსაც ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები მათ ბიზნესის განვითარებისთვის სთავაზობენ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა