საქართველოს ბიზნეს ასოციაცია USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში, პროფესიული განათლების საუკეთესო პრაქტიკას დანერგავს

USAID-ის პროგრამის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის დაფინანსებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გეგმავს საქართველოში ინოვაციური პარტნიორული მოდელის პილოტირების გზით ფინური პროფესიული განათლების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ და USAID-ის პროგრამამ „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდა USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორი, პიტერ ვიბლერი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე, „ევექსის ჰოსპიტლების“ დირექტორი, გიორგი მინდიაშვილი და „ჯეო ჰოსპიტალსის“ გენერალური დირექტორი, ზურაბ ქიტოშვილი. ამასთან, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრმა, ხათუნა კვიციანმა და პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ ქიტიაშვილმა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ცნობით, პროგრამის მიზანია საერთაშორისო პარტნიორის დახმარებით შეიქმნას სამეწარმეო უნარების განვითარების ახალი მოდელი, რაც დაეხმარება ასოციაციას გადაჭრას წევრი კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევა, კერძოდ, პროფესიული უნარების მქონე კადრების დეფიციტი.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებმა - „ევექსის ჰოსპიტლებმა“ და „ჯეო ჰოსპიტალსმა“ ასევე გააფორმეს თანამშრომლობის დოკუმენტები, რაც საექთნო საქმის მენეჯერთა სერტიფიცირებასა და საექთნო საქმის მიმართულებით საგანმანათლებლოს რესურსების განვითარებას გულისხმობს, რაც, თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის ზრდაზე.

„გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ USAID-ის თანამშრომლობისა და ჩვენის ქვეყნის აქტიური მხარდაჭერისთვის. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ ინდექსის კვლევის შედეგად პროფესიული და კვალიფიციური კადრების დეფიციტი ბიზნესის კეთების ხელისშემშლელ ფაქტორებში სახელდება. აქედან გამომდინარე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია USAID-თან ასეთი ტიპის თანამშრომლობა, რომელიც ორიენტირებულია, სწორედ იმ ძირითად გამოწვევაზე, რაც ასე ხშირად არის წარმოდგენილი ჩვენს წევრ კომპანიებსა და ზოგადად ბიზნეს სექტორში. მოხარულნი ვართ, რომ მოგვეცა კიდევ ერთი შესაძლებლობა წვლილი შევიტანოთ საქართველოში საგანმანათლებლო რესურსების განვითარებასა და პროფესიული არჩევანის სწორად ფორმირებაში“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა