„საქართველოს რკინიგზა“ - რაიმე სახის სანქცირებული ტვირთის, მით უფრო სანქცირებული პირების კუთვნილი ტვირთის გატარება საქართველოს დერეფანში არ მომხდარა

„საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, მათი მხრიდან რაიმე სახის სანქცირებული ტვირთის, მით უფრო სანქცირებული პირების კუთვნილი ტვირთის გატარება საქართველოს დერეფანში არ მომხდარა და „მთავარ არხზე“ ნაჩვენები სატვირთო ვაგონები საქართველოს რკინიგზის საკუთრებაში არსებული არ არის.

„საქართველოს რკინიგზის“ განმარტებით, აღნიშნული ტვირთი ყაზახურ კომპანიას ეკუთვნის.

„საქართველოს რკინიგზა“ ტელეკომპანია „მთავარზე“ გასულ გადაუმოწმებელ და მცდარ ინფორმაციას ეხმაურება. კადრებში ნაჩვენები სატვირთო ვაგონები არ არის საქართველოს რკინიგზის საკუთრებაში არსებული სატვირთო ვაგონები. ეს არის ყაზახური კომპანიის ტვირთი (მაზუთი), რომელიც ჩატვირთულია საკუთარ ვაგონებში. განმარტებისთვის „საკუთარი“ ვაგონი ნიშნავს რომელიმე კერძო კომპანიის საკუთრებაში რეგისტრირებულ ვაგონს. ხშირ შემთხვევაში, ასეთ ვაგონებს სწორედ ყაზახეთი იყენებს, რომელიც ტვირთს აგზავნის ევროპის მიმართულებით, საქართველო კი არის სატრანზიტო ქვეყანა. ტვირთი მიდის ბათუმის პორტში, საიდანაც გადაიტვირთება გემში და იგზავნება ევროპაში. აქვე განმარტებისთვის, საქართველოს რკინიგზის მხრიდან რაიმე სახის სანქცირებული ტვირთის, მით უფრო სანქცირებული პირების კუთვნილი ტვირთის გატარება საქართველოს დერეფანში არ მომხდარა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა