ოკუპანტებმა „აზოვსტალზე“ შტურმი დაიწყეს

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხანაზე შტურმი დაიწყეს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტი ანდრეი ცაპლიენკო „ტელეგრამში“ იუწყება. „სწორედ ახლა ცდილობენ ქარხნის ტერიტორიაზე შეჭრას. მეტი დეტალი ჯერ არ არის“, - განაცხადა ცაპლიენკომ.

მისი თქმით, ინფორმაცია მას „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ დაუდასტურა.

"მთელი ღამე გვაბომბავდნენ, რის შედეგად დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე. ახლა კი „აზოვსტალზე“ შტურმს ახორციელებენ", - განაცხადა „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა.

მისივე თქმით, შტურმამდე რუსული ავიაცია რამდენიმე საათის განმავლობაში ბომბავდა „აზოვსტალს“, რამაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. ჟურნალისტის ინფორმაციით, მარიუპოლის ყველა რაიონში კვამლის სვეტი ჩანს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა