უკრაინის უმაღლესი რადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა და სენატს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებლად აღიაროს

უკრაინის უმაღლესი რადა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატასა და სენატს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებლად აღიაროს. ამის შესახებ ინფორმაციას რადას დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი „ტელეგრამში“ ავრცელებს.

შესაბამის მიმართვას მხარი უკრაინის პარლამენტის 344-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

როგორც რადას სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რუსეთის ფედერაციის აღიარება ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ ხელს შეუწყობს საერთაშორისო სანქციების გაძლიერებას რუსეთის წინააღმდეგ და მსოფლიოს კონსოლიდირებას უკრაინის ირგვლივ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება