საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, ორმხრივი ბიზნეს შეხვედრები იმართება

საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, ორმხრივი ბიზნეს შეხვედრები იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო პალატა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჩეხურ და ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ მოიპოვონ ინვესტიციები, იმსჯელონ სამომავლო თანამშრომლობაზე და გააფართოვონ ბიზნესი. ფორუმზე მონაწილეობს 20-ზე მეტი წამყვანი ჩეხური კომპანია მშენებლობისა და დეველოპმენტის, მცირე ზომის ჰესების მშენებლობის, იურიდიული მომსახურებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების, ეკო ტურიზმის, ტურიზმის, სამედიცინო ტექნოლოგიების, ენერგეტიკის, სივრცითი დაგეგმარების, სატრანსპორტო სისტემების, ენერგომომარაგების, წყალმომარაგებისა და სხვა სექტორებიდან.

ჩეხეთის ბიზნეს დელეგაციის ვიზიტის მთავარი ამოცანაა საქართველოში პარტნიორების მოძიება, ინვესტიციებისა და ბიზნეს კავშირების გაღრმავება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა