კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემია „თამარის“ რიგით მესამე დაჯილდოება გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემია „თამარის“ რიგით მესამე დაჯილდოება გაიმართა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ დაფუძნებული სამეცნიერო პრემია „თამარი“ კონკურსის წესით გაიცა. I პრემიის მფლობელი მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელი, დეკანის მოადგილე სამეცნიერო მიმართულებით, აგრარულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, მოწვეული პროფესორი დავით მაღრაძე გახდა. II პრემია პროფესორ სოფიო კასრაძეს ერგო, III პრემია კი საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელს, პროფესორს, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორს, ვახტანგ მაისაიას გადაეცა. ასევე, პრემია ახალგაზრდა მეცნიერისთვის სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, თამთა წირქვაძეს გადაეცა, ხოლო სამეცნიერო დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო მინდია უგრეხელიძემ და ბექა ქანთარიამ მოიპოვეს.

გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო და მოოქროვილი მედლები გადაეცათ.

"ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ჩვენ ჩვენს საუკეთესო მეცნიერებისაგან კიდევ უფრო საუკეთესოებს გამოვარჩევთ ხოლმე. გამოვარჩევთ მათ მიერ გამოქვეყნებული მონოგრაფიების და სტატიების მიხედვით და პრემია "თამარს" გადავცემთ. ერთი პრემია გახლავთ ახალგაზრდა მეცნიერებისათვის, რაც ასევე, ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. ჩვენი უნივერსიტეტი ახალგაზრდა მეცნიერების ინიციატივებს ყოველთვის მხარს უჭერს და ვფიქრობ, რომ ეს მხარდაჭერა მუდმივად გაგრძელდება," - განაცხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახა კორძაიამ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსის, სესილი გოგიბერიძის თქმით, თამარ მეფის სახელობის სამეცნიერო პრემია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერთათვის სტიმულის მიმცემია.

"მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი სტიმული მეცნიერებისთვის, იმდენად რამდენადაც ჩვენ ყველა ვცდილობთ, რომ ქართული სამეცნიერო სკოლა, რომელიც ოდესღაც მართლაც ძალიან ძლიერი და სახელოვანი იყო ავაღორძინოთ და ამ პროცესს ვეწევით და ვაწარმოებთ. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის პრემიერი და წახალისება ყველასათვის სასარგებლო უნდა იყოს," - აღნიშნა სესილი გოგიბერიძემ.

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ სამეცნიერო ღონისძიებას სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სამეცნიერო პრემია „თამარი“ 2017 წელს დააფუძნა, რომელიც უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერებს კონკურსის წესით სამეცნიერო აქტივობების საფუძველზე ორ წელიწადში ერთხელ ენიჭება.

სამეცნიერო პრემიას სახელწოდება კავკასიაში პროგრესული და ჰუმანური პოლიტიკის გამტარებლის, ინტელექტუალთა და ხელოვანთა მფარველის, საქართველოს მეფის - თამარის პატივსაცემად ეწოდა. აღნიშნული ინიციატივა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით განხორციელდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს