ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის და ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ჭარაში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის და უნივერსიტეტების მშენებლობა, როგორც სახელმწიფო ისე კერძო ინვესტიციებით ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.მათივე ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის და ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობა დაათვალიერა.

„კავკასიის უნივერსიტეტის და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მშენებლობაში 20 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება. მნიშვნელოვანია, რომ აჭარის მთავრობის მიერ, ყოველწლიურად, საბაკალავრო პროგრამებზე განისაზღვრა 10 ახალი ადგილი, ადგილობრივი სტუდენტების უფასო განათლების მისაღებად, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს. იფუნქციონირებს საერთაშორისო სასწავლო კურსები. საუნივერსიტეტო კამპუსი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზით.

ქართულ-ამერიკული აკადემიის მშენებლობაში 10 მლნ ლარის ინვესტიცია ხორციელდება. პროექტს სკოლა „პროგრესი" კომპანია „ანაგთან" ერთად ახორციელებს. ქართულ-ამერიკული საერთაშორისო აკადემია სკოლამდელი, საშუალო განათლებისა და წინასაუნივერსიტეტო პროგრამებს განახორციელებს. აკადემიას ასევე ექნება ამერიკული საატესტატო-სადიპლომო უმაღლესი სკოლა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება