„ეპ ჯორჯია გენერაციას“ ჩეხეთის პარლამენტის სენატის დელეგაცია ესტუმრა

„ეპ ჯორჯია გენერაციას“ ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის დელეგაცია სტუმრობს.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, სტუმრებს შორის იყვნენ ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის თავმჯდომარე მილოშ ვისტრჩილი, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეები ირჟი ჩუნეკი და ირჟი დუშეკი, აგრეთვე ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა.

ამავე ინფორმაციით, ვიზიტის დროს ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის წარმომადგენლებმა კომპანიის საკუთრებაში არსებული ზაჰესის ჰიდროელექტროსადგური დაათვალიერეს. კომპანიის ხელმძღვანელებმა სტუმრებს ელექტროსადგურის მართვის ფარი და სამანქანე დარბაზი დაათვალიერებინეს, აგრეთვე, სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია „ენერგო-პრო ჯგუფის“ საქართველოში საქმიანობის შესახებ.

„სასიამოვნოა საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმზე დასწრება. ამისთვის სპეციალურად ჩამოვედით ჩეხეთიდან. მოგეხსენებათ „ენერგო-პრო ჯგუფი“ ბიზნესის განვითარებას წარმატებით განაგრძობს 5 ქვეყანაში. ენერგეტიკის სფეროში, ჩვენი ძირითად საქმიანობაა ელექტროენერგიის გენერაცია, განაწილება და მიწოდება. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მიმართულება, ყოველთვის დიდი ყურადღებით ვაკვირდებით ქვეყანაში არსებულ ბიზნეს კლიმატს და საქართველოში ჩვენი კომპანიების გარშემო არსებულ მდგომარეობას, მიღწევებს თუ პრობლემებს“, - განაცხადა „ენერგო-პრო ეი.ეს“-ის გენერალურმა დირექტორმა პეტრ მილევმა.

„ჩვენს უცხოელ სტუმრებს ავუხსენით ზაჰესის მნიშვნელობა, აგრეთვე ვუამბეთ მისი უნიკალურობის შესახებ, მოგეხსენებათ, 95 წელი სრულდება რაც სადგური ექსპლუატაციაში შევიდა და კვლავ შეუფერხებლად აგრძელებს საქმიანობას.

დელეგაციის წევრებს ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია, „ენერგო-პრო ჯგუფის“ საქმიანობის შესახებ საქართველოში. ჩვენ მადლიერნი ვართ იმისთვის, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობისა თუ საქართველოში არსებული ჩეხეთის საელჩოს მხრიდან, მუდმივად ვგრძნობთ ინტერესს და თანადგომას „ენერგო-პრო ჯგუფისთვის“ დიდი პატივია წარმოადგენდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის უმსხვილეს საინვესტიციო ჯგუფს საქართველოში. მეორეს მხრივ, ვგრძნობთ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც გულისხმობს ასეთი მნიშვნელოვანი ჰიდროელექროსადგურების შეუფერხებელად, უდანაკარგოდ და უწყვეტად ოპერირებას. რათქმაუნდა, სწორად განსაზღვრულმა პრიორიტეტებმა და დროულად განხორციელებულმა მნიშვნელოვანმა საინვესტიციო პროექტებმა, უზრუნველჰყო არამარტო ჰიდროსადგურების შენარჩუნება, არამედ მათი საპროექტო სიმძლავრეების ზრდა და გენერირებული ელექტროენერგიის მაღალი მაჩვენებლების დაფიქსირება. საქართველოში საქმინაობის 16 წლის განმავლობაში, "ენერგო-პრო ჯგუფმა" ბევრ წარმატებას მიაღწია საქართველოში, თუმცა, გამოწვევებიც კვლავ რჩება, რასაც რა თქმა უნდა ადეკვატური რეაგირება სჭირდება. თუმცა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სტუმრებს დაინტერესებისთვის“, - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ ბოცვაძემ.

კომპანიის ინფორმაციით, „ენერგო-პრო“ არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჯგუფი, რომელიც უკვე 16 წელია ქართულ ენერგობაზარზე მოღვაწეობს და დაფუძნებულია 1994 წელს, ევროკავშირის წევრ ქვეყანა ჩეხეთში, ქალაქ სვიტავში.

ამ დროისთვის „ენერგო-პრო ჯგუფი“ საქართველოში წარმოდგენილია სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, სს „ეპ ჯორჯია გენერაციის“, და სს „ეპ ჯორჯია მიწოდების“, შპს „ჯიფაუერის“ სახით. აღნიშნული კომპანიების საქმიანობა მოიცავს ელექტროენერგიის გენერაციის, განაწილებისა და მიწოდების სფეროებს. ჯგუფი საქართველოში ფლობს 15 საშუალი და მცირე ჰიდროელექტროსადგურს, 1 თბოსადგურს და სადისტრიბუციო ქსელს.

წლებია „ენერგო-პრო ჯგუფი“ შედის იმ კომპანიების ათეულში, რომლებიც ახორციელებენ ყველაზე მეტ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას საქართველოში. "ენერგო-პრო ჯგუფი" ასევე არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი

ცნობისთვის, 2 მაისს, "ზაჰესის" ჰიდროელექტროსადგურს, აგრეთვე სტუმრობდა ჩეხი ბიზნესმენების დელეგაცია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს