„ევექსი ჰოსპიტლებსა“ და USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ შორის პროფესიული განათლების მიმართულებით ხელშეკრულება გაფორმდა

„ევექსი ჰოსპიტლებსა“ და USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ შორის პროფესიული განათლების მიმართულებით ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევექსი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიებაში, რომელიც USAID-ის პროგრამის - “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” და “ევექსის ჰოსპიტლების” თანამშრომლობის ფარგლებში გაფორმდა, USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა მიიღო მონაწილეობა.

„კერძოდ, „ევექსი ჰოსპიტლები“ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე იმუშავებს. საგრანტო აქტივობის მიზანი უნარების განვითარების სისტემაში ჩართულობის ახალი მოდელის დანერგვაა, რაც გააძლიერებს დასაქმების შესაძლებლობებს „ევექსის“ ქსელში შემავალ ჰოსპიტლებში.

საექთნო საქმის მართვის საუკეთესო პრაქტიკის თანახმად, „ევექსი ჰოსპიტლები“ შეიმუშავებს სასწავლო პროგრამასა და სერტიფიცირების პროცედურას საექთნო საქმის მენეჯერებისათვის, რაც, საბოლოო ჯამში, ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაზრდას ემსახურება.

საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ დირექტორმა, როსა კიაპემ და „ევექსი ჰოსპიტლების“ დირექტორმა, გიორგი მინდიაშვილმა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს