კრემლი - ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ მოსკოვი ღიაა დიალოგისთვის მიუხედავად უკრაინის ხელისუფლების არათანმიმდევრულობისა

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი შედგა. „პარიზიენის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ელისეს სასახლე იუწყება.საუბარი, რომელიც უკრაინას ეხებოდა, ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

გამოცემის ინფორმაციით, ეს პირველი სატელეფონო საუბარია ორ ლიდერს შორის 29 მარტის შემდეგ, როდესაც გაჩნდა ინფორმაცია რუსი სამხედროების მიერ მხეცური დანაშაულების შესახებ კიევის მახლობლად და მას შემდეგ, რაც მაკრონი პრეზიდენტად აირჩიეს.

ემანუელ მაკრონი 24 თებერვლის შემდეგ, პუტინს 8-ჯერ ესაუბრა.

ორი ქვეყნის ლიდერის სატელეფონო საუბარზე ინფორმაციას კრემლიც აქვეყნებს.

კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთის ლიდერმა საფრანგეთის პრეზიდენტთან საუბრისას განაცხადა, რომ „დასავლეთის ქვეყნებს შეეძლოთ ხელი შეეწყოთ უკრაინელი სამხედროების დანაშაულის შეჩერებაში. ამის ნაცვლად, ევროკავშირის ქვეყნები მათ იგნორირებას ახდენენ“.

კრემლის ინფორმაციითვე, პუტინმა ფრანგ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია "აზოვსტალიდან" სამოქალაქო პირთა ევაკუაციის შესახებ. მანვე განაცხადა, რომ მოსკოვი ღიაა დიალოგისთვის „მიუხედავად უკრაინის ხელისუფლების არათანმიმდევრულობისა“.

კრემლის განცხადებით, მაკრონმა გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი დააყენა. პუტინმა კი საპასუხოდ განაცხადა, რომ სიტუაციას ართულებს დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს