ნინო წილოსანი გაეროს განვითარების პროგრამისა და ასოციაცია ,,ქალი და ბიზნესის" წარმომადგენლებს შეხვდა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელს და ასოციაცია ,,ქალი და ბიზნესის" აღმასრულებელ დირექტორს, ნინო ელიზბარაშვილს შეხვდა.საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო პატიმარ და პრობაციონერ ქალთა საკითხების თაობაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

როგორც წილოსანმა განაცხადა, მათი ინტერესი ყველა კატეგორიის ქალების უფლებების დაცვაა, მათ შორის, ყოფილი პატიმრების და პრობაციონერების.

„ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენ შევხვდით, კონცენტრირებულად მუშაობს ყოფილი პატიმარი და პრობაციონერი ქალების საჭიროებებზე, მათ შორის, უზრუნველყოფს თავშესაფრით, აქვს პროფესიული გადამზადების და მცირე საგრანტო კომპონენტები. მათთვის მნიშვნელოვანია ჩვენი დახმარება, რადგან ამ საკითხს, გარკვეულწილად, სამინისტროს და სხვა მსხვილი დონორების მხრიდან თავისი კონტრიბუცია ესაჭიროება. რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესის ფარგლებში ყველა კატეგორიის ქალების უფლებების დაცვაა, მათ შორის, ყოფილი პატიმრების და პრობაციონერების", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო წილოსანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა