მაია ბითაძე  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ შამუგიას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე სამინისტროსა და საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ კანონპროექტებზე, რომლებზეც მუშაობა მიმდინარეობს. კერძოდ ისაუბრეს ნარჩენების მართვის, ბიომრავალფეროვნების და სამრეწველო ემისიების შესახებ საქართველოს კანონის, ქიმიური ნივთიერებების მართვის შესახებ კანონპროექტის განხილვის ვადებისა და მდგომარეობის შესახებ.

შეხვედრაზე ითქვა, რომ „ქიმიური ნივთიერებების მართვის შესახებ" კანონპროექტზე მუშაობა ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისად მიმდინარეობს, პროექტ „ქიმიური ნივთიერებების მდგრადი მართვის შესაძლებლობების გაძლიერება"-ს ფარგლებში. ასევე შეხვედრაზე განიხილეს „მასშტაბური ავარიების საფრთხეების კონტროლის შესახებ" კანონპროექტის სამუშაო ვერსია.

შეხვედრაზე ისაუბრეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრევენციის, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის გაძლიერების თაობაზე, ასევე წიაღის მოპოვების ინსპექტირების გაძლიერების საჭიროებაზე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხატია წილოსანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და ნინო თანდილაშვილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს