ილია დარჩიაშვილმა გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარკ კლეიტონი მიიღო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარკ კლეიტონი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

სამინისტროს ინფორმაციით, ბრიტანელმა დიპლომატმა ილია დარჩიაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„შეხვედრის ფარგლებში, მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ინტენსიურ დღის წესრიგს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავს, რომელიც მიმდინარე წელს აღინიშნება”,- აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ასევე ინფორმაციის თანახმად, მინისტრმა ბრიტანელ დიპლომატთან განიხილა ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები, მათ შორის, აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის და უორდროპის სტრატეგიული დიალოგის გამართვის მნიშვნელობა. მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს სექტორული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საჭიროებაზე.

როგორც გაერთიანებული სამეფოს ელჩმა აღნიშნა, ევროკავშირიდან გასვლის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთი საქართველოს ევროპული მისწრაფებების გულშემატკივრად რჩება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბრიტანელმა დიპლომატმა დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა, ასევე ხაზი გაუსვა გაერთიანებული სამეფოს როლს ნატო-ს სტანდარტებთან საქართველოს დაახლოების და ალიანსში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიმართულებით. მხარეები შეთანხმდნენ, ერთობლივი ძალისხმევით, ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების თვისობრივად ახალ საფეხურზე გადასვლას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა