ჯო ბაიდენმა სთხოვა აშშ-ს კონგრესს, შეემსუბუქებინა სავიზო შეზღუდვები განათლებული რუსებისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს სთხოვა, რომ შესწორება შეიტანოს იმიგრაციისა და ეროვნების აქტში, რათა დიდად განათლებული რუსებისთვის აშშ-ში სამუშაოდ ვიზების მიღება გაადვილდეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მოთხოვნა, ამოქმედების შემთხვევაში, საშუალებას მისცემს რუსებს, რომლებსაც მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის ან მათემატიკის დარგებში მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი აქვთ, ამერიკის ვიზაზე განცხადება სპონსორი დამსაქმებლის მოპოვების გარეშე შეიტანონ.

ბაიდენის ადმინისტრაციამ დოკუმენტში განმარტა, რომ აღნიშნული ნაბიჯი შეერთებულ შტატებს რუსული STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა) ნიჭის მოზიდვასა და შენარჩუნებაში დაეხმარება.

თეთრი სახლის განცხადებითვე, განათლებული რუსებისთვის სავიზო შეზღუდვების შემსუბუქება შეამცირებს რუსეთის ინოვაციურ პოტენციალს, რაც სარგებელს მოუტანს აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა