დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსად ლადო ხელაძე დაინიშნა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ლადო ხელაძე უხელმძღვანელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, მისი დანიშვნის შესახებ ბრძანება ძალაში უკვე შევიდა. ლადო ხელაძე სააგენტოს უფროსის მოვალეობას მიმდინარე წლის მარტიდან ასრულებდა.

„იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის დაკისრებამდე, ლადო ხელაძე ამავე უწყებაში მოადგილის პოსტს იკავებდა.

სააგენტოს ჩამოყალიბებამდე, ლადო ხელაძის საქმიანობა იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრს უკავშირდება, სადაც ის 2014 წლიდან, სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციას იკავებდა.

ლადო ხელაძეს აქვს კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის სხვადასხვა პერიოდში კერძო კომპანიებში იურიდიული საკითხების მიმართულებით მრჩეველი იყო.

მისი შრომითი საქმიანობა, ასევე, მართლმსაჯულების განმახორციელებელ ორგანოსაც უკავშირდება. წლების განმავლობაში, ლადო ხელაძე რუსთავის საქალაქო სასამართლოში, სოხუმის საქალაქო სასამართლოსა და აფხაზეთის უმაღლეს სააპელაციო სასამართლოში მუშაობდა.

ლადო ხელაძე პროფესიით იურისტია. დამთავრებული აქვს კავკასიის აკადემიური ცენტრის იურიდიული ფაკულტეტი და იურისტის მაგისტრთან გათანაბრებულ ხარისხს ფლობს, ასევე, არის Chicago-Kent School of American Law-ის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული, საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მიმართულებით და მოპოვებული აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი. არის რამდენიმე პუბლიკაციის ავტორი,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა