ბელარუსმა მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

ბელარუსმა მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო, - ინფორმაციას ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წვრთნები მოიცავს სამხედრო ტექნიკის გამოცდას საბრძოლო მზადყოფნის შესამოწმებლად.

უწყების ცნობით, წვრთნები არც ევროპულ საზოგადოებას და არც მეზობელ ქვეყნებს საფრთხეს არ უქმნის.

მათივე განცხადებით, წვრთნების მიზანია შეაფასოს სამხედრო მოსამსახურეების მზადყოფნა და შესაძლებლობები კრიზისული სიტუაციების წარმოქმნისას სწრაფი რეაგირებისთვის. მათი თქმით, სამხედრო ნაწილები იმოქმედებენ უცნობ რელიეფზე და სწრაფად ცვალებად გარემოში. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უეცარი შემოწმება სწავლების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფორმაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა