პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია დაათვალიერეს და სასწავლო პროცესს გაეცნენ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და ნდობის ჯგუფის წევრებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში უმასპინძლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრე დარახველიძემ და აკადემიის რექტორმა, ივანე პაპიაშვილმა, მოადგილეებთან ერთად, დეპუტატებს აკადემიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია პირველი პროფესიული სასწავლებელია, რომელსაც 2020 წელს განათლების სფეროში ხარისხის მართვის ISO სერტიფიკატი გადაეცა. დეპუტატებმა ასევე ინფორმაცია მიიღეს, თუ როგორ ხვდებიან შსს-ს აკადემიაში მსმენელები, როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, როგორია სასწავლო პროგრამები, აკადემიის მსმენელები რა ბენეფიტებით სარგებლობენ და როგორია აკადემიის სამომავლო გეგმები.

დეპუტატებს სასწავლო პროცესს გაეცნენ. სიმულაციური სასწავლო სივრცე, გარე სპორტული სივრცე, „შუთჰაუსი“ - ტაქტიკური სივრცე, ვირტუალური ტირი, თანამედროვე სტანდარტებით აგებული ახალი ტირი, სიმულაციური სასაზღვრო გამშვები პუნქტი, საგამოცდო ცენტრი და შსს-ს არქივი დაათვალიერეს.

აკადემიის სტუმრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს