აპრილში საქართველოში 244,293 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აპრილის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში, საქართველოში 244,293 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. 2021 წლის აპრილის თვესთან შედარებით, ზრდა +184.9%-ს შეადგენს, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი 37.7% პროცენტია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 182,381 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 140.5 პროცენტით მეტია, ხოლო ტურისტული მოგზაურების 2019 წლის აპრილის თვის მონაცემების 52.3 პროცენტი აღდგენილია.

„2022 წლის 4 თვეში ჯამში საქართველოში 820,796 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, 2021 წლის იანვარი-აპრილის პერიოდთან შედარებით, ზრდა +272.3%-ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36.2 პროცენტი აღდგენილია.

მიმდინარე წელს 4 თვეში საქართველოში 642,343 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, ეს მონაცემი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +233.9 პროცენტით მეტია, ხოლო 2019 წლის იანვარი-აპრილის პერიოდის საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 52.2% აღდგენილია,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა