კახა კალაძე - რაც დღეს მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე ხდება, კატეგორიულად მიუღებელია - ელემენტარულად, ფეხით გადაადგილებას უქმნის პრობლემას, შესაბამისად, ეს ყველაფერი მოწესრიგდება

ის, რაც დღეს მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე ხდება, კატეგორიულად მიუღებელია - ელემენტარულად, ფეხით გადაადგილებას უქმნის პრობლემას, შესაბამისად, ეს ყველაფერი მოწესრიგებული იქნება და ისე გაკეთდება, როგორც საჭიროებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გარემოვაჭრეების ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე გადაყვანა ყველა მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან მოხდება.

„დავიწყეთ სამგორის რაიონში ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თქვენ იცით, რომ აღნიშნული ტერიტორია დაკავებული იყო გარევაჭრობით, რაც მიუღებელია და ამ ადამიანების მიმართ ჩემი ძალიან დიდი პატივისცემის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული. ამ ადამიანების გადაყვანა ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე მოხდა, სადაც დღეს თავიანთ ეკონომიკურ საქმიანობას აგრძელებენ. რა თქმა უნდა, არსებული სივრცის, საიდანაც ამ ადამიანების გადაყვანა მოხდა, მოწესრიგება მოხდება, ინფრასტრუქტურული და დენდროლოგიური მიმართულებით სამუშაოები დაწყებულია და ყველანაირად მოწესრიგდება და გალამაზდება.

ჩვენ ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება გვაქვს ყველა მეტროს შესასვლელებთან, გვინდა, რომ მოვაწესრიგოთ. შემდეგი ნაბიჯები მეტრო ახმეტელისა და ნავთლუღის მიმდებარე ტერიტორიებზე გადაიდგა. აქაც იგივე მიდგომა და დამოკიდებულებაა, გარემოვაჭრეები გადაყვანილი არიან ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული პრობლემა ჯიხურებთან დაკავშირებით. აღნიშნულს რაც შეეხება -მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რომ ამ ჯიხურები გადატანა სხვა ისეთ ადგილზე მოხდეს, სადაც პრობლემა არ იქნება, არც ვიზუალური თვალსაზრისით, არც სატრანსპორტო მიმართულებით და რა თქმა უნდა, ფეხით მოსიარულეებს არ შეუქმნის პრობლემას. ეს ყველაფერი მოწესრიგებული იქნება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა