თბილისის მერია მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების სწავლას დააფინანსებს

დედაქალაქის მერია მრავალშვილიანი ოჯახის წევრ სტუდენტების და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების სწავლას დააფინანსებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძე განმარტავს, დაფინანსება წელიწადში ორჯერ გაიცემა.

„ თბილისის მერია იწყებს ახალ პროგრამას მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით.

ახალი პროგრამით დაფინანსდებიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები, რომელთაც განცხადების შემოტანის მომენტისთვის არანაკლებ ბოლო 6 თვის განმავლობაში უფიქსირდებათ თბილისში რეგისტრაცია.

ყველა ასეთ სტუდენტს დავეხმარებით. დაფინანსება წელიწადში ორჯერ გაიცემა. დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში განვლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე. ეს ყველაფერი სტუდენტის მიღებულ ქულებზეა დამოკიდებული. იქნება 100% და 70%-იანი დაფინანსება“,- აღნიშნავს კალაძე.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი