Reuters-ის წყაროს ინფორმაციით, არსებული კონტრაქტების მიხედვით, უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნედლი ნავთობის შეძენას 2023 წლის ბოლომდე შეძლებენ.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ნიშნავს, რომ ევროკავშირის მიერ, რუსეთზე დაწესებული ნავთობის ემბარგოს გამონაკლისით უნგრეთი და სლოვაკეთი ისარგებლებს.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-6 პაკეტის წარდგენისას, რუსული ნავთობის სრული აკრძალვის გეგმის შესახებ გამოაცხადა.