რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვის წინააღმდეგ „მიუღებელი რიტორიკის" გამო, 63 იაპონელ მაღალჩინოსანს, ჟურნალისტსა და პროფესორებს სანქციებს უწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, რუსეთის მიერ სანქცირებულთა სიაში იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა, საგარეო საქმეთა მინისტრი იოშიმასა ჰაიაში, თავდაცვის მინისტრი ნობუო კიში და სხვა ოფიციალური პირები შედიან.