კახა კალაძე - თბილისში წყალმომარაგება სერიოზული პრობლემაა - კომპანია „ჯივიპის" არსებული ქსელი კრიტიკას ვერ უძლებს, უმძიმეს მდგომარეობაშია

თბილისში წყალმომარაგება სერიოზული პრობლემაა - კომპანია „ჯივიპის" არსებული ქსელი კრიტიკას ვერ უძლებს, უმძიმეს მდგომარეობაშია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობაზე ძირეული ცვლილებები თბილისის შექმნის შემდეგ არ განხორციელებულა და იმ ტერიტორიებზე, სადაც მერია ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს, მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა ხდება.

კალაძის განცხადებით, ამასთან, კომპანია „ჯივიპის" ვალდებულება აქვს, რომ წყალმომარაგების კუთხით არსებული მდგომარეობა გამოასწოროს.

„ძალიან ხშირია ავარიები. შეიძლება, კონკრეტულ ქუჩებზე, კონკრეტულ უბნებში ავარიები ყოველდღიურადაც ხდება. მიუხედავად იმისა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, იმდენად მასშტაბურია ავარია, რომ კრიტიკას ვერ უძლებს. შესაბამისად, ისიც შემთხვევითი არ არის, რომ როდესაც ჩვენ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვახორციელებთ, ყველგან პირველი რასაც ვაკეთებთ ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, იმიტომ, რომ წინა წლების განმავლობაში კომპანიას ამ ყველაფრის მოწესრიგებაზე ყურადღება არ მიუქცევია. ეს არის თბილისის შექმნიდან არსებული კომუნიკაციები, რომელიც არ შეცვლილა. შეიძლება ფრაგმენტული ცვლილებები ხორციელდებოდა, თუმცა ძირეული ცვლილებები არსად განხორციელებულა. შესაბამისად, ნაწილობრივად, იქ სადაც მერია ინფრასტრუქტურული სამუშაოებით შედის, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, მოვაწესრიგებთ და რა თქმა უნდა, კომპანიას აქვს ვალდებულება, რეაგირება მოახდინოს და არსებული მდგომარეობა გამოასწოროს," - განაცხადა კალაძემ.

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
დამზადებულია საქართველოში - „სავალი“ - კიდევ ერთი ახალი ქართული წარმოების ბრენდი „დრესაპ ჯგუფისგან“
ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთის ახალი საპილოტე პროექტი
BTU-ს სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ცნობილია
ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა