უნგრეთის მთავრობა - რუსული ნავთობის აკრძალვასთან დაკავშირებით ევროკავშირის შემოთავაზებაში ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტიას ვერ ვხედავთ

უნგრეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ რუსული ნავთობის აკრძალვასთან დაკავშირებით ევროკავშირის შეთავაზებაში ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტიას ვერ ხედავენ, - ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

„ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე გეგმას ან გარანტიას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება თუნდაც გადასვლის პერიოდის მართვა ამ წინადადებების საფუძველზე და რით იქნება გარანტირებული უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოება“, - ნათქვამია უნგრეთის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში, რომელიც მათ გამოცემას გაუგზავნეს.

ინფორმაციას „ფრანს-პრესის“ ცნობით, პრესსამსახურს ჯერჯერობით არ გაუცია პასუხი შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ უნგრეთმა პირდაპირ უარყო ევროკავშირის წინადადება.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა