მარიამ ქვრივიშვილი - ტურიზმში სწორი სამოქმედო გეგმის შედეგად, აპრილში ტურისტული ვიზიტები 52 პროცენტით აღდგა

ტურიზმში სწორი სამოქმედო გეგმის შედეგად, აპრილში ტურისტული ვიზიტები 52 პროცენტით აღდგა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა 2022 წლის აპრილში ტურისტული სტატისტიკური მონაცემების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო ტურისტული ნაკადების სწრაფი აღდგენა სწორი სამოქმედო გეგმისა და მიზნობრივ ბაზრებზე ჩატარებული და მიმდინარე ეფექტური მარკეტინგული კამპანიების შედეგია.

„საერთაშორისო ტურისტული ნაკადების სწრაფი აღდგენა სწორი სამოქმედო გეგმისა და მიზნობრივ ბაზრებზე ჩატარებული და მიმდინარე ეფექტური მარკეტინგული კამპანიების შედეგია. ჩვენ ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან, ვახორციელებთ მათთან ერთობლივ პროექტებს, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს საქართველოში ტურისტული ნაკადების მოსალოდნელზე მეტ ზრდას, რაც ნიშნავს დამატებითი შემოსავლები ეკონომიკაში და მეტ დასაქმებულს სექტორში,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ტურისტული ნაკადების ზრდაზე დადებითად აისახება წარმატებული მოლაპარაკებები საერთაშორისო ავიაკომპანიებთან, რომელთა მეშვეობითაც იზრდება პირდაპირი ავიარეისები როგორც ევროპასთან, ასევე სხვა სტრატეგიულ სამიზნე ქვეყნებთან.

ცნობისთვის, 2022 წლის აპრილსა და პირველ 4 თვეში, 2019 წლის მონაცემთან შედარებით, საქართველოში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების საშუალოდ 52-პროცენტიანი აღდგენა დაფიქსირდა. რაც შეეხება ზრდას 2021 წელთან მიმართებაში, აპრილში ამ მაჩვენებელმა 140,5 პროცენტი, ხოლო იანვარი - აპრილის პერიოდში 233.9 პროცენტი შეადგინა.

აღნიშნული ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი