გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ფინეთის გეოლოგიური სამსახურის გამოცდილება გაიზიარა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სტიქიური პროცესების, საინჟინრო-გეოლოგიის და ჰიდროგეოლოგიის სამმართველოს უფროსი გიორგი გაფრინდაშვილი, სასწავლო-სამუშაო ვიზიტით, ფინეთის გეოლოგიურ სამსახურში იმყოფებოდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ქართველმა სპეციალისტმა საბადოთა დახურვის, გეომონაცემთა, კუდსაცავებისა და სამთო ნარჩენების მართვის და სამთომოპოვებით საქმიანობასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი ასპექტების მიმართულებით ფინეთის გამოცდილება გაიზიარა, მიმდინარე სამუშაო პროცესებს გაეცნო და საველე გასვლებში მიიღო მონაწილეობა.

უწყების ცნობით, სასწავლო-სამუშაო ვიზიტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო