„საქართველოს ბანკმა“ Deutsche Bank-ისგან მომხმარებლების მდგრადი განვითარებისთვის ხარისხის ჯილდო მიიღო

Deutsche Bank-მა „საქართველოს ბანკი“ მომხმარებლების მდგრადი განვითარებისთვის Sustainable Client Excellence Award 2021- ის გამარჯვებულად დაასახელა.

კომპანიის ცნობით, ბანკს ჯილდო ეფექტური და ზუსტი გადარიცხვებისთვის, ასევე საუკეთესო STP (Straight Through Processing) პროცესებისათვის გადაეცა.

„დღევანდელ კონკურენტულ გარემოში, გრძელვადიანი წარმატების მისაღწევად ხარჯების შემცირება და გაუმჯობესებული სერვისი, რომელსაც STP უზრუნველყოფს, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. ამ ჯილდოს შეფასების საფუძველი, ისევე როგორც წინა წლებში, იყო ავტომატური წესით გადარიცხვების STP მიმართულება. გარდა ამისა, გვინდოდა შეგვეფასებინა ჩვენს ინსტიტუტებს შორის არსებული თანამშრომლობა. გვინდა მადლობა გადავუხადოთ „საქართველოს ბანკს“ წარმატებული მრავალწლიანი პარტნიორობისთვის. მოუთმენლად ველით, გავაგრძელოთ ერთად მუშაობა“, - აცხადებს Deutsche Bank-ის მმართველი დირექტორი და ფულადი სახსრების მართვის ხელმძღვანელი, ვოლფგანგ ვაგნერი.

„მოხარული ვარ, რომ „საქართველოს ბანკი“ Deutsche Bank-ის მიერ აღიარებულია, როგორც საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც 2021 წელს სხვადასხვა ვალუტაში განხორციელებული ფულადი გადარიცხვებისას საუკეთესო სტანდარტები აჩვენა. ეს ჯილდო ენიჭება ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ავტომატური წესით გადარიცხვების ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო აუცილებელ სტანდარტებს“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ეკატერინე ციმაკურიძე - როცა ტელევიზიის ხელმძღვანელს ასამართლებენ სრულიად არადამაჯერებელი მართლმსაჯულებით, ეს ნამდვილად არაა დასავლური მისწრაფება, ხელისუფლება კი ამბობს, რომ აქვს ევროატლანტიკური კურსი, მაგრამ საქმით სხვა რამეს ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
მუსიკათერაპია, როგორც ბედნიერების ტრენინგი
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო