რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და თბილისის საკრებულოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, თბილისის საკრებულოს შენობაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივ სატრენინგო, სასემინარო პროგრამებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დასაქმებულ პირთათვის სეკულარიზმისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპების განმტკიცებასთან დაკავშირებით. მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს რელიგიურ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებული ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში სამუზეუმო მასალების, ფოტო-ვიდეო და აუდიო მასალების ექსპოზიციას.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახაბერ ლაბუჩიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა