„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით, კომპანია „შხეფი“ პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს

„საქართველოს ბანკისა“ და კომპანია „შხეფის“ 4 წლიანი პარტნიორობის ფარგლებში, ლიმონათის მწარმოებელი აქტიურად აგრძელებს განვითარებას და ამჟამად კომპანია მომხმარებელს 10-მდე დასახელების არაალკოჰოლურ ლიმონათს სთავაზობს, რისი რეალიზაციაც ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, სამომავლოდ, პარტნიორობის ფარგლებში „შხეფი“ პროდუქციის მიმართულებების დამატებასა და მის ექსპორტზე გატანას გეგმავს.

„შხეფი“ უკვე 7 წელია ოპერირებს ბაზარზე და ვცდილობთ მომხმარებელს მუდმივად შევთავაზოთ სიახლეები. „საქართველოს ბანკის“ მიერ გამოყოფილი 80 000 ლარის მოცულობის ინვესტიციით წარმატებით განვახორციელეთ გადაიარაღების პროცესი და პარტნიორობის ფარგლებში მივიღეთ შენობის, მოკლევადიანი ხარჯებისა და საბრუნავი საშუალებებისთვის საჭირო დაფინანსება. ეს ჩვენი კომპანიისთვის ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო მდგრადი გახდა წარმოების ციკლი, ვინაიდან გაგვეზარდა ნედლეულის შესაძენად საჭირო რესურსებზე ხელმისაწვდომობა. სამომავლოდ, ვგეგმავთ კიდევ მეტად გავაფართოვოთ წარმოების ხაზი და შეთავაზებული პროდუქციის სახეობები; ასევე, ავითვისოთ საექსპორტო ბაზრები“, - აცხადებს „შხეფის“ დამფუძნებელი, მალხაზ ხარშილაძე.

როგორც „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს ბანკი“ მომხმარებელს მათ საჭიროებებზე მორგებულ მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს და არაერთი პროექტის პარტნიორია. ვრცლად, ბანკის ბიზნეს პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bankofgeorgia.ge/ka/business

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა