ევროკავშირის სანქციების მიღმა, დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ რუსეთს ბრიტანული მენეჯმენტის საკონსულტაციო, საბუღალტრო და პიარ სერვისების გამოყენება აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი მომსახურებები იქნება შეწყვეტილი.
ტრასმა დასძინა, რომ ეს „უკრაინაში პუტინის დამარცხებას დაეხმარება“.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"