მაღალმთიან რეგიონებში სკოლების რეაბილიტაცია იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაციასა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას, "სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის" ფინანსური მხარდაჭერით იწყებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საგრანტო და სასესხო ხელშეკრულებებს დღეს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ, სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის (NEFCO) მმართველმა დირექტორმა, ტრონდ მომ და ინვესტიციების დირექტორმა, ბო ესკე ნიჰუსმა.

მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოსათვის 6.5 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას, საიდანაც 3.9 მილიონი ევრო სესხის, ხოლო 2.6 მილიონი ევრო გრანტია.

პროგრამის საშუალებით, საქართველოს მთიან რეგიონებში სრულად რეაბილიტირდება და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტი, რაც ხელს შეუწყობს სწავლებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას.

პროექტები 2023-2025 წლებში განხორციელდება თიანეთის, გორის, წალკის, ასპინძის, ახალციხის, ამბროლაურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე