ჯანდაცვის მინისტრი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ახალი ხედვა და ახალი სისხლი ყოფილიყო კლინიკაში - პრობლემებია, რაც მოკლე ვადაში უნდა გამოვასწოროთ

საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ გაგვეახლებინა მენეჯმენტი, ახალი ხედვა და ახალი სისხლი ყოფილიყო კლინიკაში - პრობლემებია, რაც მოკლე ვადაში უნდა გამოვასწოროთ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა რესპუბლიკურ საავადმყოფოზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, კლინიკაში ინფექციის კონტროლის კუთხით სხვადასხვა ღონისძიება გატარდა.

„მოგეხსენებათ პანდემიის პერიოდში გამოწვევები დაგროვდა, როგორც სხვა კლინიკებში, ასევე სახელმწიფო კლინიკაში, რესპუბლიკურშიც. საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ გაგვეახლებინა მენეჯმენტი, ახალი ხედვა და ახალი სისხლი ყოფილიყო კლინიკაში. დარწმუნებული ვარ, წარმატებით გაუძღვებიან და დავძლევთ ყველა იმ პრობლემას და გამოწვევას, რაც დაგროვდა.

პრობლემები, რა საკვირველია აუდიტის შემოწმების პროცესში გამოიკვეთა. ჩვენი რეგულირების სააგენტოც სწავლობდა. მიმდინარე პრობლემებია, რაც მოკლე ვადაში უნდა გამოვასწოროთ, მაგალითად, გასული კვირის განმავლობაში რამდენიმე დღე დაკეტილი იყო კლინიკა. ინფექციის კონტროლის კუთხით სხვადასხვა ღონისძიება გავატარეთ. სხვადასხვა ეტაპია დაგეგმილი, რომელსაც მივყვებით და გამოვასწორებთ“,- აღნიშნავს მინისტრი.

მინისტრის თქმით, კლინიკების შემოწმებისას მონიტორინგი ხდება, თუ რამდენად სწორად იხარჯება ბიუჯეტიდან გაწეული ფინანსები, ამასთან, აკვირდებიან ინფექციის კონტროლსა და მკურნალობის სწორად წარმართვას.

ცნობისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯმენტი მთლიანად იცვლება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ლევან გოფოძემ განუცხადა, მან თანამდებობა დღეიდან, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თანამდებობას ლიანა ჭუმბურიძე დაიკავებს.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა