ორბელიანების სასახლეთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია „სიცოცხლისთვის!“ მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია „სიცოცხლისთვის!“ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამკურნალოდ მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ. ადგილზე შეკრებილები არიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, აქტივისტები და პოლიტიკოსები. ისინი ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.

„მიშა არ არის კარგად, ცუდად არის. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ მიშას სიცოცხლე და ამაზეა საუბარი. ჩვენ მივმართეთ ყველას, ხელისუფლებას, საპატრიარქოს, პოლიტიკურ პარტიებს, რომ ჩვენი მოქალაქის სიცოცხლის ფუნდამენტური უფლება დაცული იყოს და ამის ირგვლივ უნდა გავერთიანდეთ. მიხეილ სააკაშვილი უფრო უარესადაა, ვიდრე 2 დღის წინ იყო, სისუსტე აქვს და ძალიან რთულად გადაადგილდება. არავითარ გათავისუფლებას, ხელისუფლებაში დაბრუნებას არ ვითხოვთ. ჩვენ ვითხოვთ, ადამიანს მკურნალობის საშუალება მიეცეს იმისთვის, რომ გადარჩეს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა.

მისი თქმით, თუ ეს მოთხოვნა ხელისუფლების მხრიდან არ შესრულდება, საპროტესტო აქციები დაიწყება.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა