თურქეთის საელჩოსთან, „აზოვსტალის" ტერიტორიაზე მყოფი უკრაინელი სამხედროების გადარჩენის თხოვნით, აქცია მიმდინარეობს

თურქეთის საელჩოსთან „აზოვსტალის" ტერიტორიაზე დარჩენილი უკრაინელი სამხედროების გადარჩენის თხოვნით, აქცია მიმდინარეობს.

აქციის ორგანოზატორებს შორის არიან როგორც უკრაინის, ისე საქართველოს მოქალაქეები. მათი თხოვნაა, რომ თურქეთმა ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია უზრუნველყოს.

„ჩვენი შეკრების მიზეზი არის ის, რომ 2 თვეზე მეტია, რაც მარიუპოლში, „აზოვსტალის" ტერიტორიაზე „აზოვის" პოლკი და სხვა დანაყოფები არიან გამაგრებული. ისინი ალყაში არიან და რუსები არ აძლევენ არანაირ შანსს, რომ დაჭრილები მაინც გაიყვანონ. ამის გამო, მიგვაჩნია, რომ ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია მათი გამოყვანა, არის მხოლოდ თურქეთი. ჩვენ მოვედით უბრალოდ სათხოვნელად, რომ არ მიატოვონ ეს ბიჭები და ტერიტორიიდან მათი ევაკუაცია შეძლონ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ირაკლი ახვლედიანმა.

აქციის მონაწილეთა თქმით, მსგავსი შეკრებები მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში იმართება.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ