ცენტრ „ემპათიას" ექიმები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდნენ და მიხეილ სააკაშვილთან შეშვებას ითხოვენ

ცენტრ „ემპათიას" ექიმები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდნენ და ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეშვებას ითხოვენ.

როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, თუ მათ მიხეილ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარებაზე დაბრკოლება შეექმნებათ, ამას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

„ჩვენ მივმართეთ პენიტენციურ სამსახურს 30 დეკემბერს, მას შემდეგ პასუხი არ მიგვიღია, რაც არის კანონმდებლობის უხეში დარღვევა, ვინაიდან პატიმარს აქვს შეუზღუდავად ექსპერტიზის ჩატარების უფლება. დღეს კვლავ მივმართეთ და შევატყობინეთ, რომ ჩვენ მოვდიოდით, რათა განხორციელდეს ჩვენი უფლებაც, რომ ჩავატაროთ ექსპერტიზა.

რა თქმა უნდა, ეს წერილი გადაგზავნილია საქართველოს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტში, ჯანდაცვის კომიტეტში, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საქართველოს პრეზიდენტთან და ასევე, ამერიკის საელჩოსთან და ევროკავშირის საელჩოსთან. თუ იქნება რაიმე არაადეკვატური დაბრკოლება, რა თქმა უნდა, სამართლებრივ ბრძოლას განვაგრძობთ. საქართველოს კანონმდებლობით და პაციენტის უფლებების შესახებ კანონით ჩვენ, ექსპერტებს ნებართვა ექსპერტიზის ჩატარებაზე არ გვჭირდება და არც პატიმარს არ სჭირდება ნებართვა, რომ ჩაიტაროს ექსპერტიზა. შესაბამისად, ეს იყო ჩვენი კეთილი სურვილი, ანუ შეტყობინება და კოორდინაციის მიზნით ვაგზავნიდით წერილებს და რადგან არ არის ადეკვატური პასუხი ჩვენს კეთილ ნებაზე, ამიტომ ჩვენ მოვედით ჩვენი კანონით განსაზღვრული უფლების და მოვალეობის შესასრულებლად, თუკი იქნება დაბრკოლება შემდეგში მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს