საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ოპოზიციის ინიციატივას  „საქართველოს საგადასახადო კოდექსში" შესატან ცვლილებებზე მხარი არ დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრების სალომე სამადაშვილის, ბადრი ჯაფარიძის, დავით უსუფაშვილის, შალვა შავგულიძისა და ანა ნაცვლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში" შესატან ცვლილებებზე პირველი მოსმენით იმსჯელეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის და საკითხის მომხსენებლის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრების გარეშე" მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველოში მედიის და პრესის თავისუფლების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის გაუარესებული. ასევე, დაბალია მედიის თავისუფლების პოლიტიკური და ეკონომიკური კონტექსტი.

მისივე თქმით, საქართველოში თავისუფალი მედიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მედიისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება.

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული მაუწყებლები 3 წლით, ხოლო ადგილობრივი მაუწყებლები 6 წლით გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისა და დღგ-საგან. მოგების გადასახადისგან 6 წლით, ხოლო დღგ-საგან მუდმივად გათავისუფლდება ბეჭდვითი და ელექტრონული მედია.

„დემოკრატიულ ქვეყნებში ითვლება, რომ მედია დამოუკიდებლობის საგადასახადო შეღავათების გზით ხელშეწყობა ხელისუფლების მხრიდან სწორი პოლიტიკაა. როდესაც ზოგადია შეღავათი და ყველა მედია საშუალებას ეხება და არ არის სელექციური, მსგავსი ხელშეწყობა ქვეყანაში თავისუფალი მედიის შენარჩუნებისთვის, მომგებიანია", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ირაკლი ზარქუას განცხადებით, მედიისთვის აღნიშნული შეღავათების დაწესება სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვნად დააზარალებს.

„თქვენი დაანგარიშებით, ამ შეღავათით წლიურად დაახლოებით 25 მლნ. ლარი უნდა დაკარგოს სახელმწიფო ბიუჯეტმა, სამი წლის განმავლობაში - 75 მილიონი. ამ 75 მლნ. ლარით ძალიან ბევრი საქმის გაკეთება შეიძლება. შეგვიძლია ჩვენს მოსახლეობას გვერდში დავუდგეთ, დახმარებები გავუზარდოთ", - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

კომიტეტმა აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო