ადვოკატის განცხადებით, სასამართლომ „რუსთავი 2“-ს ნოდარ მელაძისთვის კომპენსაციის სახით 80 000 ლარის გადახდა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი2“-დან ტელეწამყვან ნოდარ მელაძის გათავისუფლება უკანონოდ ცნო და აღნიშნულ კომპანიას მელაძისთვის კომპენსაციის სახით 80 000 ლარის გადახდა დააკისრა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იურისტმა თეო ზაქარაშვილმა განუცხადა.

როგორც ზაქარაშვილი განმარტავს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.

„მოსარჩელე იყო ნოდარ მელაძე, რომლის ინტერესებსაც იცავდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და მისი იურისტი, თეო ზაქარაშვილი. რაც შეეხება მოპასუხეს, ეს იყო შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“. საკითხი ეხებოდა ნოდარ მელაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებულ ბრძანებას. 2019 წლის 20 აგვისტოს, ნოდარ მელაძე გაათავისუფლეს სამსახურიდან, რაც გავასაჩივრეთ, სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოდ, ბათილად ცნო და აღნიშნა, რომ ნოდარ მელაძის გათავისუფლება არღვევდა სამართლებრივ უფლებებს და იყო უკანონო. სასამართლომ „რუსთავი 2“-ს დაავალა ნოდარ მელაძისთვის კომპენსაციის სახით 80 000 ლარის გადახდა“, - განაცხადა ზაქარაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა