კავკასიის უნივერსიტეტში ლოგისტიკაში და მიწოდების ჯაჭვში მიმდინარე გამოწვევებსა და შესაძლო გადაწყვეტილებებზე პანელური დისკუსია გაიმართება

კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში ვილდაუს გამოყენებითი მეცნიერებების ტექნიკური უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში პანელური დისკუსია გაიმართება.

დისკუსია 6 მაისს, 16:00 საათზე ჩატარდება.

„კავკასიის უნივერსიტეტის“ ინფორმაციით, ღონისძიების თემას წარმოადგენს „გამოწვევები და შესაძლებლობები რეგიონული ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის სექტორში“.

ღონისძიებაზე მოწვეული სპიკერები იქნებიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე - ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - გურამ გურამიშვილი, TH Wildau-ის გამოყენებითი მეცნიერებების ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორი და დოქტორი - ფრენკ გილერტი (ონლაინ მიმართვა), ლოგისტიკის ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი დობორჯგინიძე და წამყვანი ლოგისტიკური კომპანიების ხელმძღვანელები.

„ღონისძიებას ასევე დაესწრებიან: TH Wildau-ს დელეგაცია, საქართველოში წამყვანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიები და სხვა საპატიო სტუმრები.

პანელურ დისკუსიაზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მიმდინარე გამოწვევები გლობალურ და რეგიონულ ლოგისტიკურ ბაზარზე და საქართველოს შესაძლებლობები, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის. შეხვედრაზე ასევე განხილული იქნება ციფრული ტექნოლოგიების როლი ლოგისტიკაში და პროფესიონალი კადრების მნიშვნელობა ლოგისტიკის სექტორის განვითარებისთვის.

აღსანიშნავია, რომ TH Wildau-ის უნივერსიტეტი მოწინავე უნივერსიტეტია გერმანიაში ლოგისტიკის მიმართულებით, ბერლინის მახლობლად, ბრანდენბურგის მიწაზე. იგი წარმოადგენს გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრს, რომელიც გასულ წელს დასახელდა სამეცნიერო დაწესებულებების ხუთეულში მთელი გერმანიის მასშტაბით. იგი ფოკუსირებულია ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტექნიკური დისციპლინების ურთიერთდამოკიდებულების თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნაზე, ასევე უახლეს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე. სამეცნიერო-კვლევითი კუთხით იგი თანამშრომლობს ისეთ ტექნოლოგიურ და ლოგისტიკის დარგის გიგანტებთან როგორებიცაა: Mercedes Benz, BMW, Siemens, Bombardier, Airbus, Rolls Royce Sony, Fujitsu, ABB, DB Schenker, DHL, Fiege.

პანელური დისკუსია ტარდება ვილდაუს გამოყენებითი მეცნიერებების ტექნიკურ უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ახალი ერთობლივ სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში. პროგრამა გასცემს ერთობლივ დიპლომს და ხორციელდება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მხარდაჭერით და საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციასთან (GLA) თანამშრომლობით“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა