ცენტრ „ემპათიას" ექიმები მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის ციხეში არ შეუშვეს

ცენტრ „ემპათიას" ექიმები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს.

ცენტრის ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ექსპერტიზაში ხელის შეშლა არის სისხლის სამართლის დანაშაული და 6 მაისს პროკურატურას მიმართავენ.

„პასუხი არის გაუგებარი. ჩვენ ვითხოვდით ჩვენი და პატიმრის კანონიერი უფლების განხორციელებას. ახლა დავაფიქსირეთ ფაქტობრივი გარემოება, რომ ექსპერტებს არ უშვებენ ციხეში, ირღვევა ამით საქართველოს კანონმდებლობა. შევადგინეთ ოქმი, რომელსაც 5-მა ექსპერტმა მოაწერა ხელი და ხვალ ეს ოქმი გაიგზავნება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა