საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები დაამტკიცა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები მოისმინეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რეკომენდაციები სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საინვესტიციო ვალდებულებების სანაცვლოდ სახელმწიფო ქონების გადაცემის 2017-2018 წლების შესაბამისობის და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სერვისების ხელმისაწვდომობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშს ეხებოდა.

ჯგუფის ხელმძღვანელის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საინვესტიციო ვალდებულებების სანაცვლოდ სახელმწიფო ქონების გადაცემის 2017-2018 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით გაცემულია 7 რეკომენდაცია.

„აუდიტმა მოიცვა ხელშეკრულებები, რომელიც გაფორმდა 2017 წლამდე, ასევე 2017-2018 წლებში და რომელთა შესრულებაც მიმდინარეობდა აუდიტის პერიოდში", - აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, რეკომენდაციები სამი მიმართულებით გაიცა. მათ შორის, კანონმდებლობის გაუმჯობესების მიმართულებით.

ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სერვისების ხელმისაწვდომობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშთან მიმართებით კი 9 რეკომენდაცია გაიცა.

აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი ნაკლოვანებები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების მექანიზმები, პროგრამით გათვალისწინებულ სერვისებზე საბიუჯეტო სახსრების პროდუქტიული და ეკონომიკურ ხარჯვა, ასევე, პროგრამით გათვალისწინებულ სერვისებზე გეოგრაფიული და ინფორმაციული ხელმისაწვდომობა.

როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომები საჯაროა და საზოგადოებას შეუძლია თვალი ადევნოს ამ პროცესს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს