ლევან დავითაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის შემდეგ, ეკონომიკის აღდგენის პირობებში ისეთი დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, როგორიც იაპონიაა, საქართველოთი ინტერესდება

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ჰონდა ტაროს და მის თანხმლებ პირებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და იაპონიას შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორმხრივი ვაჭრობის განვითარებაზე, თანამშრომლობაზე ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციების, ტრანსპორტის და სხვა სექტორებში.

„საქართველო - იაპონიის ეკონომიკური ურთიერთობა საკმაოდ სტაბილურად ვითარდება, გასულ წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტიციების დაცვას და ურთიერთაღიარებას, ასევე ინვესტიციებს წაახალისებს ორივე მხრიდან. იაპონიას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოსთან ინვესტიციების განხორციელების კუთხით. შეხვედრაზე გამოიკვეთა საინტერესო მიმართულებები ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციების სფეროების სახით. ჩვენ ამ მხრივ კონკრეტულ იაპონურ კომპანიებთან ვიმუშავებთ. ასევე საუბარი შეეხო საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს, რომელიც იაპონური კომპანიებისთვის სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება ევროპასთან დასაკავშირებლად", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების მეტად ლიბერალიზებაზე, რაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვას გაზრდის.

„ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის შემდეგ, ეკონომიკის აღდგენის პირობებში ისეთი დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, როგორიც იაპონიაა, საქართველოთი ინტერესდება. ეს ხაზს უსვამს ხელსაყრელ საინვესტიციო კლიმატს, რომელიც ბოლო წლებში საქართველოშია შექმნილი", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
დამზადებულია საქართველოში - „სავალი“ - კიდევ ერთი ახალი ქართული წარმოების ბრენდი „დრესაპ ჯგუფისგან“
ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთის ახალი საპილოტე პროექტი
BTU-ს სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ცნობილია
ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა