სასტუმრო „ბილტმორში“ დაზღვევის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სასტუმრო „ბილტმორში“ დაზღვევის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 1997 წლის 2 მაისს პირველად ხელი მოეწერა დაზღვევის შესახებ კანონს, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივით, სადაზღვევო სექტორის უშუალო ჩართულობითა და საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის მხარდაჭერით, დაზღვევის დღე საქართველოში წელს პირველად აღინიშნა.

დაზღვევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი, CIU ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, „ჯეოქეისის“ მკვლევარი გიორგი აბაშიშვილი წარუძღვა, რომელმაც სტუმრებს სამსახურის მიერ ფინანსური განათლების სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები გააცნო.

„აღნიშნული სტრატეგია ხელს უწყობს ფინანსური განათლების სარგებლიანობის შესახებ ქვეყნის მოსახლეობის ცოდნის ამაღლებას, განათლების მიღების შესაძლებლობების გაფართოებასა და ფინანსური განათლების ამაღლების ამოცანის კომპლექსურობიდან გამომდინარე, დაინტერესებულ მხარეებს შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაღრმავებას. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ფინანსური განათლების ეროვნულ სტრატეგიას 2020 წელს შეუერთდა.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე და სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი.

ღონისძიებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, კახაბერ კორძაია, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სადაზღვევო სექტორი, ასევე სტუმრები ეკონომიკური სფეროდან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა