საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ"  საქართველოს კანონის ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა

2022 წლის 1 სექტემბრამდე „თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილების განთავსებისა და თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის განსხვავებული (საგამონაკლისო) წესი და ვადები განისაზღვრება.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი განიხილა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მამუკა ბარათაშვილის განმარტებით, 2022 წლის 1 სექტემბრამდე, გამონაკლისის სახით, გადასახადის გადამხდელებს მიეცემათ უფლება, საქართველოს საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განახორციელონ თამბაქოს ნაწარმზე სამედიცინო გაფრთხილებების გარე გამჭვირვალე შეფუთვაზე სტიკერის სახით დაკვრა.

„დასაშვები ხდება თამბაქოს ნაწარმის თითოეულ შეფუთვაზე განთავსებული სამედიცინო გაფრთხილება არ აკმაყოფილებდეს „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე დაბეჭდვის ნაცვლად, სტიკერის სახით დაკრული იყოს გარე გამჭვირვალე შეფუთვაზე. ამასთან, თამბაქოს ნაწარმის თითოეულ შეფუთვაზე სტიკერის დაკვრა შესაძლებელია განხორციელდეს საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე", - განაცხადა მამუკა ბარათაშვილმა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებები უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით არის გამოწვეული.

„საქართველოში სიგარეტის იმპორტის 80% უკრაინიდან ხორციელდება, მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, შეუძლებელი გახდა პროდუქციის აღნიშნული სახით შემოტანა", - აღნიშნა ფინანსთა მინიტრის მოადგილემ.

კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა