საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ABET აკრედიტაციის ექსპერტ-კონსულტანტთა  ჯგუფს შეხვდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ABET აკრედიტაციის ექსპერტ-კონსულტანტთა ჯგუფი ეწვია.

როგორც სტუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჯგუფს, რომელსაც ხელმძღვანელობს ექსპერტი ჯო ტერნერი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე შეხვდა. ექსპერტები უნივერსიტეტში სამი დღის განმავლობაში იმუშავებენ და შესაბამის დოკუმენტს შეადგენენ, სადაც ასახული იქნება როგორ მიმდინარეობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროგრამების Abet-აკრედიტაციისთვის მოსამზადებელი ეტაპი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ABET აკრედიტაციისთვის 6 პროგრამა მომზადდა ისეთ მოთხოვნად სპეციალობებზე, როგორიცაა მშენებლობის და სამოქალაქო ინჟინერია, ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერია, ბიოსამედიცინო ინჟინერია და კომპიუტერული მეცნიერებები. სტუ-ის ადმინისტრაცია იმედს გამოთქვამს, რომ სექტემბრის თვისთვის ABET აკრედიტაციას მიიღებს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო მიმართულების პროგრამა. 2024 წლისთვის კი ზემოთ ნახსენები სხვა პროგრამები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ჯო ტერნერს მადლობა გადაუხადა ვიზიტისა და იმ ყურადღებისათვის, რომელსაც ექსპერტთა ჯგუფი სტუ-ის მიმართ იჩენს და განაცხადა:

„უნივერსიტეტი მზადაა წარმოგიდგინოთ ჩვენი შეხედულებები, რათა გავითვალისწინოთ თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები. ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ შესაძლებლობას, რათა მივაღწიოთ დასახულ მიზანს, მითუფრო, რომ პირველი წარმატებული ნაბიჯი უნივერსიტეტმა უკვე გადადგა. ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებზე ყოველთვის დიდი მოთხოვნა იყო, ისინი მუშაობდნენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სრულიად მსოფლიოს მასშტაბით. ამდენად, ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ABET აკრედიტაციის მიღებას, რასაც ისტორიული დატვირთვაც აქვს. ჩვენ ვმუშაობთ პროგრამებზე, სადაც სწავლა შეეძლებათ უცხოელ სტუდენტებს. ვმუშაობთ ინფრასტრუქტურაზე, უნივერსიტეტში მოქმედებს მაღალი სტანდარტის ლაბორატორიები, რომელსაც ანალოგი რეგიონში არა აქვს“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა დავით გურგენიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრის შემდეგ, პროფესორმა ჯო ტერნერმა ჩაატარა ვორქშოფი, რომელსაც დაესწრნენ პროგრამების ხელმძღვანელები და იმ ფაკულტეტების დეკანები, სადაც პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად მზადება მიმდინარეობს.

ინფორმაციისთვის, პროგრამები, რომელიც ABET აკრედიტაციას გაივლის სტუდენტებს აძლევს საშუალებას მიიღონ ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ აღიარებული დიპლომი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს