ნიკა გვარამია - მიხეილ სააკაშვილს ახალი სიმპტომები აქვს, თერმორეგულაციის მორღვევა - ცივი წყლის დალევისას ეწყება კანკალი, ჩაის დალევისას ოფლდენა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სააკაშვილს ახალი სიმპტომი - თერმორეგულაციის დარღვევა აქვს.

როგორც გვარამია განმარტავს, ყოფილი პრეზიდენტი დაუყოვნებლივ, რეფერალურ საავადმყოფოში უნდა გადაიყვანონ, რათა მისი გადარჩენა მოხდეს. ადვოკატის თქმით, სააკაშვილს არამხოლოდ საკვების მიღება არ შეუძლია, არამედ, მას უკვე სითხის მიღების პრობლემაც აქვს. გვარამიას თქმითვე, სააკაშვილს არა ამ სიმპტომების მოხსნა, არამედ საზღვარგარეთ საბოლოო განკურნება ესაჭიროება.

„ოჯახის წევრები კიდევ კარგი, რომ ვერ შედიან და ამას ვერ ხედავენ. მას ახალი სიმპტომები აქვს, მე მიწევს ამის გახმოვანება, რადგან ექიმებს შიგნით არ უშვებენ, ეს ახალი სიმპტომებია თერმორეგულაციის მორღვევა, ცივი წყლის დალევისას ეწყება კანკალი, ჩაის დალევისას ეწყება ოფლდენა. შესაბამისად, ახალი პრობლემა დაემატა, თავისთავად ცხადია, სიმპტომია თერმორეგულაციის დარღვევა, ამასთან დაკავშირებით სამედიცინო პერსონალი რას იტყვის, არ ვიცი, მოვისმენთ ალბათ, კომენტარს.

პლიუს ამას, პიკური მდგომარეობა აქვს წნევების, იცით რომ დავარდნილი იყო, ახლა ისევ პიკურ მდგომარეობაშია, არ ვიცი ეს რას ნიშნავს, უბრალოდ სიმპტომებს ვყვები. რაც ძალიან ნიშანდობლივია, მუდმივი სიცხე აქვს, 37-დან 37,5-მდე, რაც, ჩემი აზრით, ცხადყოფს იმას, რომ რაღაც ანთებითი პროცესი მიმდინარეობს ორგანიზმში, არ ვიცით რა, ამას ისე ვამბობ, როგორც სიმპტომს, ექიმებისთვის განსახილველად“, - განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, დღეს, სამუშაო საათებშიც კი, ციხის ექიმი, ნანა მიქავა იქ არ იმყოფებოდა და მძიმე მდგომარეობაში მყოფი სააკაშვილი ექთნის იმედად იმყოფებოდა.

„მის ექიმთან, ნანა მიქავასთან გასაუბრება მოვითხოვე, ამის შესაძლებლობა არ მომეცა, მივმართავ ქალბატონ ნანას, სააკაშვილისთვის კაბინეტში რამის თქმა საკმარისი არ არის, გამოვიდეს და თქვას, რასთან გვაქვს საქმე, რადგან ვიცით, რომ ის მიიჩნევს, რომ აქ მისი მკურნალობა შეუძლებელია და როგორც მინიმუმ, რეფერალურ კლინიკაში უნდა იყოს გადაყვანილი. რეფერალურ კლინიკას რაც შეეხება, პირადად ჩემი დამოკიდებულებაა, რომ ექიმების დასკვნებიდან გამომდინარე, ის უნდა იყოს რეფერალურ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანილი, მოხდეს მისი მძიმე მდგომარეობის კონსერვაცია, იქ მას შეიძლება სიმპტომები მოეხსნას, მაგრამ იქ მას ვერ უმკურნალებენ. რეფერალურ კლინიკაში გადაყვანას საზღვარგარეთ გადაყვანის ალეტრნატივად არ მივიჩნევთ, რეფერალური კლინიკა მას მოუხსნის სიმპტომებს და მარტივად, რომ ვთქვათ, ის ხვალ არ მოკვდება. იმის შანსი, რომ ის საქართველოში გამოჯანმრთელდეს, არ არსებობს.

მე ხვალაც მოვითხოვ, ქალბატონ ნანა მიქავასთან გასაუბრებას, ამის უფლება, მე როგორც ადვოკატს, მაქვს. დღეს გვითხრეს, რომ ის აღარ არის კლინიკაშიო, წარმოიდგინეთ, ამ მდგომარეობაში მყოფი პაციენტია და უკვე ექიმი აღარ არის და იყო ექთანი, ჩვეულებრივი საფერშლო პუნქტია, სკოლაში იოდს და „ზილიონკას“, რომ გვისვამდნენ ფეხს თუ გადავიტყავებდით და წავიქცეოდით, ზუსტად ეს მდგომარეობა არის ამ ციხეში. ექიმი, რომელიც სააკაშვილთანაა, ის აქ არ არის არც მუდმივად, არც ღამე და დღეს მითხრეს, რომ უკვე 17:00 საათზეც აღარ იყო. მივმართავ ციხის ადმინისტრაციასაც და ქალბატონ ნანა მიქავასაც, ამასთან დაკავშირებით, ხვალ გამესაუბროს, ამის მოთხოვნის და გასაუბრების უფლებაც მაქვს, ასევე გააკეთოს საჯარო განცხადებები სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და მკურნალობასთან დაკავშირებით, როგორ ხედავს პერსპექტივას და ხედავს აქ თუ არა.

დღეს მიხეილ სარჯველაძემ თქვა, პოლიტიკური საფუძვლით გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობსო. ჩახედოს ბატონმა სარჯველაძემ ყველა პროცესზე რა შუამდგომლობები დგება დაცვის მხარის მხრიდან 191-ე პრიმა მუხლით და დღეს უკვე, ყველა განცხადება, სასჯელის გადავადებასთან, მკურნალობის შეცვლასთან დაკავშირებით შესულია. ახლა მაინტერესებს ბატონი სარჯველაძე რას იტყვის, რომელიც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეა და რომელიც თავის დროზე იყო კარგი ადამიანი, იმედის მომცემი იურისტი, დღეს, რად ჩამოყალიბდა, ვხედავთ. ახლა მაინტერესებს, მისი პასუხი რა იქნება, იმაზე მაინც გაგვცეს პასუხი, აბსოლუტური უფლება რომ აქვს ციხეში მყოფ პაციენტს ალტერნატიული ექსპერტიზის მოთხოვნის შემთხვევაში, იქ დაშვებული იყოს დაუყოვნებლივ ექსპერტიზა, ეს რატომ არ ხდება, ამაზე გაგვცეს პასუხი ბატონმა სარჯველაძემ, იურიდიულმა და ჯანდაცვის კომიტეტმა“, - განაცხადა გვარამიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო