ფინეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

რუსეთის არმიის ვერტმფრენმა ფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, - ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

„საფრენი აპარატის ტიპი არის Mi-17 ვერტმფრენი, სავარაუდო დარღვევის სიღრმე კი დაახლოებით ოთხიდან ხუთ კილომეტრამდეა“,- განუცხადა სააგენტო „ფრანს-პრესს“ სამინისტროს პრესსპიკერმა.

მათივე თქმით, შემთხვევა ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 10:40 საათზე მოხდა.

რუსეთმა ფინეთის საჰაერო სივრცე წელს მეორედ დაარღვია. რუსული არმიის კუთვნილი სამოქალაქო სატრანსპორტო თვითმფრინავი 8 აპრილს ფინეთის საჰაერო სივრცეში მცირე ხნით შევიდა.

შეგახსენებთ, ფინეთი და შვედეთი ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების საკითხს განიხილავენ.

იხილეთ ვიდეო:ფინეთი რუსეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის