გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 მაისს 11:15-დან 19:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება აბონენტებს სოფლებში გლდანი, მამკოდა, ლელუბანი, მშრალხევი.

მათივე ცნობით, 14:40-დან 17:40 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ მომხმარებლებს დაბა თიანეთში და თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლიშო, ჟებოტა, ტუშურები, ზარიძეები, ახალსოფელი, იარაჯულები, ჩაბანო, ქვემო არტანი, ალაჭანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს